საქალაქო სასამართლო ოთარ აბესაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2018 15:51
საქალაქო სასამართლო ოთარ აბესაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.

„2017 წლის 15 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით, ბრალდებულ ოთარ ა.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა 10 000 ლარის ოდენობით გირაოთი და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო.

 

წარდგენილი ბრალის თანახმად, ოთარ ა.-ს ბრალად ედება ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ ფულის პირდაპირ მოთხოვნა და მიღება, რათა მან თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, აგრეთვე გაუწიოს სამსახურებრივი მფარველობა.

 

მოცემულ საქმეზე არსებითად განხილვის მომდევნო სხდომა 2018 წლის 15 თებერვალს 16:00 საათზე გაიმართება” - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოე მიერ გარცელებულ ინფორმაციაში. 

 

ოთარ აბესაძე დღეს გაათავისუფლეს. ის 12 ივლისს ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა.

ტეგები