15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2018 17:34
15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დაკვირვებულად იმოქმედეთ. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაციები. გაგიმძაფრდებათ ინტერესი საიდუმლოებებისადმი. მიმოწერასა და სატელეფონო საუბრებს ცოცხალი ურთიერთობა ჯობია. 

 

კურო

დააფასეთ თანამშრომლები, გააუმჯობესეთ კავშირები პარტნიორებთან. დღეს მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრებისა და შინაური ცხოველებისადმი. დაეხმარეთ შვილებს ოცნებების ასრულებაში. 

 

ტყუპი

კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან. ყურადღება გმართებთ ინფორმაციებისა და მოვლენებისადმი. ახლობლებს აუსრულეთ დანაპირები. 

 

კირჩხიბი

მეტად ემოციური ხართ. საკუთარივით განიცდით სხვის ამბავს. მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას. საღამო მშვიდ გარემოში, ახლობლების გარემოცვაში გაატარეთ. 

 

ლომი

დაარეგულირეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, დიპლომატიურად და მშვიდად შეხვდეთ ცვლილებებს. კოლეგებთან ერთად განიხილეთ და მოაგვარეთ რთული საკითხები. 

 

ქალწული

ეცადეთ, პოზიტიურად განეწყოთ და სხვებსაც გაუუმჯობესოთ განწყობა. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვასა საყვარელ ადამიანთან, მეუღლესთან. დაეხმარეთ მათ სირთულეების დაძლევაში. 

 

სასწორი

სხვა დღისთვის გადადეთ დეტალების შესწავლა და წვრილმანებზე მუშაობა. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველებისადმი. საპასუხოდ, ისინი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დაძაბულობას მოგიხსნიან. 

 

მორიელი

დაეხმარეთ შვილებს ნიჭის გამოვლენაში. კარგი დღე ელით შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს. თუ საქმეებით დატვირთული არ ხართ, მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. 

 

მშვილდოსანი

მეტი დრო გაატარეთ მშობლების, ბავშვობის მეგობრების გვერდით. კარგი დღეა ძველი ფოტოალბომის დასათვალიერებლად, რეტროფილმების სანახავად. 

 

თხის რქა 

გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. გულის გადაშლა შეიძლება უცნობებისთვისაც მოგინდეთ. თუმცა, ანონიმურობა უნდა შეინარჩუნოთ, თავადვე რომ არ დაზარალდეთ. 

 

მერწყული

თუ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით არ იმოქმედებთ და ცოტა ფანტაზიასაც ჩართავთ, შეიძლება ახალი ჰობი გაიჩინოთ, გაიუმჯობესოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. 

 

თევზები

მეტად ემოციური ხართ. მშვიდად შეხვდით მოვლენებს. გული თქვენზე გამოცდილ და ერთგულ ადამიანს გადაუშალეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ტეგები