ირაკლი კობახიძე ლატვიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2018 20:34 · 22 ნახვა
ირაკლი კობახიძე ლატვიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფება, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ინეტა ზიემელეს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ინეტა ზიემელეს რეფორმის მისი შინაარსი და ძირითადი არგუმენტები გააცნო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანი კომპონენტია სტაბილურობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმატებების მისაღწევად.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი გვქონდა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, გავეცანი ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის პრაქტიკას, გვქონდა, ასევე, ვისაუბრეთ ქართულ პრაქტიკაზე. განვიხილეთ, ასევე, საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.  

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ეკა ბესელია, აკაკი ზოიძე, ვანო ზარდიაშვილი, ბექა ოდიშარია, რამაზ ნიკოლაიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან. ​

ტეგები