კალიფორნიაში ცოლ-ქმარი შვილებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2018 12:18
კალიფორნიაში ცოლ-ქმარი შვილებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

კალიფორნიაში დააკავეს მშობლები, რომელთაც შვილების მიმართ ძალადობაში ედებათ ბრალი.

პოლიციის ცნობით, 57 წლის დევიდ ალენ ტურპინისა და 49 წლის ლუის ანა ტურპინის სახლში 13 ადამიანი აღმოაჩინეს, რომლებიც სავარაუდოდ, მათი შვილები არიან. ზოგიერთ მათგანი ლოგინზე იყო მიჯაჭვული და ხელბორკილები ედო.

პოლიცია ქალაქ პერისში მდებარე სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც 10 წლის გოგონამ სამართალდამცავებს დაურეკა. იგი ამტკიცებდა, რომ ის და მისი 12 დედმამიშვილი მშობლებს სახლში ჰყავთ დატყვევებული.

ადგილობრივი მედიის ინფორამციით, სამართალდამცავები სახლში არსებული მდგომარეობით გაოცებულნი დარჩნენ.

ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობა ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ტეგები