ბელგიაში აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2018 12:30
ბელგიაში აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციის twitter-ზე გამოქვეყნდა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

აფეთქების შედეგად მთლიანად ჩამოინგრა ერთი საცხოვრებელი სახლი. დაზიანდა გვერდით არსებული შენობებიც.

გამოძიება ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს.

ტეგები