კლუბ „ბასიანის“ დაცვის წევრების დაჭრაში ბრალდებულის მამა „ქართულ ოცნებასთან“ კავშირს უარყოფს
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2018 14:36 · 2238 ნახვა
 კლუბ „ბასიანის“ დაცვის წევრების დაჭრაში ბრალდებულის მამა „ქართულ ოცნებასთან“ კავშირს უარყოფს

ღამის კლუბ "ბასიანთან" ერთი სამართალდამცველისა და კლუბის დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებულის მამა თამაზ ქვლივიძე მომხდართა დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მისი შვილი კლუბში არ შეუშვეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

"თვითონ შეუვარდნენ და ამ ჭიდაობა, იქნევდა თავდაცვის მიზნით ალბათ, მე მას არ ვამართლებ... თვითმხილველები მოვიდნენ ჩემთან, მათ მითხრეს რომ მას მაგრად სცემდნენო, ძირს ეგდოთო და ურტყამდნენო", - ამბობს ბრალდებულის მამა.

პაატა ქვლივიძემ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს ის “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირია და  განაცხადა, რომ წლებია უმუშევარია, პროფესიით მეღვინეა და ქარხანა ჰქონდა, რომელიც მის მფლობელობაშია აღარ ფუნქციონირებს.

"რაც მქონდა სამსახური 2009-დან ისიც გამიუქმეს და რანაირად ვარ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული, მეღვინე ვარ სპეციალობით, მაქვს ღვინის ქარხანა, რომელიც დაკეტილია და არ მუშაობს. მაქვს თოლიას რაღაც წილი, "თოლია" იყო "ქართუსი" გაიყიდა და ვიყიდეთ ჩვენ. ასე ამბობენ, რომ ოლიგარქი ვარ და ზარალაა მაგის პატრონიო, ჩემი და მუშაობს ზარალასთან ჩვეულებრივ რიგითად ეგ რა შუაშია, ზარალა როგორაა ჩემი პატრონი", - ამბობს პაატა ქვლივიძე.
 

ტეგები