სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დეტალები - პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2018 15:03
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დეტალები - პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს, რათა დროულად დადგინდეს ბრალდებული. დგინდება გარდაცვლილების საახლობლო წრე,  ვისთანაც ჰქონდა ოჯახს კავშირი, გამოიკითხნენ მეზობლები და ახლობლები. დანიშნულია ექსპერტიზები. მიმდინარეობს გენეტიკური კვლების ნიმუშების აღება, რაც გამოძიებას ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნაში. ასევე, ტარდება კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები. პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. აგრეთვე, გაირკვა, რომ ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე, ასევე, გარდაცვლილის სამუშაო ოთახში, სათვალთვალო კამერები არ იყო დამონტაჟებული, თუმცა ამოღებულია ბაზრობის გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.

ტეგები