მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა 


ამობეჭდვა · 16 / 01 / 2018 15:40
   მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა 



საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს როზარია პულისის შეხვდა.


მინისტრმა როზარია პულისის მიულოცა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად დანიშნვა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. 
შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიმართულებები და შემდგომი თანამშრომლობის ასპექტები, მათ შორის არსებით ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) იმპლემენტაცია, 2018 წლის ნატო-ს სამიტისათვის მზადების პროცესი.

აღინიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან წარმატებული თანამშრომლობა და ის მნიშვნელოვანი როლი რასაც ოფისი ასრულებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ხელშეწყობის, მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციების მიმართულებით. 


როგორც შეხვედრაზე როზარია პულისიმ აღნიშნა, საქართველოში მისი მანდატის მთავარი პრიორიტეტი იქნება საქართველოს ხელშეწყობა ალიანსში გაწევრიანების გზაზე. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ტეგები