„მაჩალიკაშვილები კითხვებზე პასუხებს მოკლე ვადებში ითხოვენ“ - ნინო ლომჯარია
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2018 15:49 · 43 ნახვა
„მაჩალიკაშვილები კითხვებზე პასუხებს მოკლე ვადებში ითხოვენ“ - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველსა და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შორის შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიამ ოჯახისგან მოისმინა სპეცოპერაციის დეტალები და განაცხადა, რომ ოჯახს უფლება აქვს გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

"ოჯახმა გაიხსენა სპეცოპერაციის ღამის დეტალები. მათ აქვთ შეკითხვები თემირლანის დაჭრის საქმესთან და ასევე საძინებელ ოთახში ხელყუმბარის არსებობასთან დაკავშირებით. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს მაჩალიკაშვილები მოკლე ვადებში ითხოვენ. ჩვენ ერთგვარი შუამავლის როლს ვასრულებთ. ოჯახს აქვს უფლება გამოძიების მიმდინარეობას იცნობდეს და ინფორმაცია ქონდეს მტკიცებულებების შესახებ. თუმცა ამ დრომდე მათ არავინ დაკავშირებიათ. ამიტომ ოჯახს უსამართლობის გრძნობა აქვს. ისინი ობიექტურ და სამართლიან გამოძიებას ითხოვენ", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ.

 

ტეგები