კიევში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2018 15:53
კიევში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

კიევში, რადასთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, დემონსტრაციის მონაწილეებმა სამართალდამცავების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

როგორც კიევის პოლიციის „ფეისბუქის“ გვერდზე წერია, მომიტინგეებმა რადას შენობასთან რამდენიმე საბურავს ცეცხლი წაუკიდეს და რუსეთის დროშა დაწვეს. როდესაც პოლიციამ მათთვის ხელის შეშლა სცადა, მომიტინგეთა ნაწილმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია. პოლიციის ცნობით, შეტაკების დროს დაშავდა სულ მცირე ერთი სამართალდამცველი.

როგორც ცნობილია, დღეს უმაღლეს რადაში, დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონი განიხილება.

ტეგები