„ტყუილად ნუ მწერთ, შემარგეთ“ - ანუკი არეშიძე
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2018 16:17
„ტყუილად ნუ მწერთ, შემარგეთ“ - ანუკი არეშიძე

დიზაინერი ანუკა არეშიძე ინსტაგრამზე იმ გოგონებს მიმართავს, ვისაც მისი ახალი ვარცხნილობა არ მოსწონს.

"გოგოებო! ძალიან ბევრი წერილი მომდის პირადში ჩემს ახალ იმიჯთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ რომ ძალიან მომწონს ჩემი ახალი თმები და გთხოვთ ტყუილად ნუ მწერთ, რომ შევცდი, რომ ტყუილად შევიჭერი და ა.შ. გიყვარდეთ თქვენი თავები და როგორც იგრძნობთ თავს ბედნიერად ისე იყავით. ჩემზე კი ნუ დარდობთ, მალე გაიზრდება და სანამ გაიზრდება იქამდე შემარგეთ გთხოვთ,"- წერს ანუკი არეშიძე.

ტეგები