მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2018 16:42
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას "იმედი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მსუბუქმა მანქანამ, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ხე მოგლიჯა და ჯებირი გაანგრია. 

ავარიის გამო, ამ დროისთვის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეზღუდულია.

ავარიის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა.

წყარო: imedinews.ge

ტეგები