რას ჰყვება „ბასიანის“ დაცვის უფროსი კლუბში მომხდარ ინციდენტზე
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2018 17:37 · 487 ნახვა
რას ჰყვება „ბასიანის“ დაცვის უფროსი კლუბში მომხდარ ინციდენტზე

ღამის კლუბ „ბასიანის“ დაცვის უფროსი ზვიად მესხი პირველ არხთან საუბრისას 13 იანვრის ინციდენტის დეტალებს იხსენებს. ზვიად მესხის თქმით, ბრალდებულ ახალგაზრდას კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც, მან დაცვის სამსახურის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„მოვიდა ორი პირი, რომელთაც კლუბში შესვლა უნდოდათ. მათ უარი განვუმარტეთ. იყვნენ აგრესიულები და ნასვამები. გადმოვიდნენ შეურაცხყოფაზე და გინებაზე, რაზეც ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ, რომ არ მოეყენებინათ შეურაცხყოფა. გავიყვანეთ ტერიტორიიდან. ადგილზე ბევრი ადამიანი ირეოდა. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე თამაზ საველიევს ვესაუბრებოდი ამ შექმნილ სიტუაციაზე. დავინახე ბატონი თამაზის ხელის მოძრაობა – ის ხელში დაიჭრა, მე თავში. ასევე, დაიჭრა ჩემი თანამშრომელი​ არაფრის გამო – იმის გამო, რომ ადამიანს კლუბში უნდოდა შესვლა“, – აცხადებს ზვიად მესხი.

შეგახსენებთ, რომ ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაჭრეს. ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, რასაც ბრალდების მხარე ასაჩივრებს.

ტეგები