„სურვილი მაქვს, შევხვდე ვახტანგ გომელაურს“ - თემირლან მაჩალიკაშვილის მამა
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2018 18:10 · 97 ნახვა
„სურვილი მაქვს, შევხვდე ვახტანგ გომელაურს“ - თემირლან მაჩალიკაშვილის მამა

თემირლან მაჩალიკაშვილის მამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა სურს. ამის შესახებმან დღეს, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, სიმართლე უნდა გაირკვეს. დეტალურად მოვუყევით, რა მოხდა სპეცოპერაციის ღამეს. აინტერესებდა თემირლანის დაჭრის დეტალები. კიდევ ერთხელ ვთხოვთ ხელისუფლებას, დაისაჯოს ყველა, ვინც დამნაშავეა. მოვითხოვთ დროულ და ობიექტურ გამოძიებას. სურვილი მაქვს, შევხვდე ვახტანგ გომელაურს, რადგან ბევრი კითხვა მაქვს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ტეგები