ქუცნაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეაქვთ
ამობეჭდვა · 17 / 01 / 2018 23:46
ქუცნაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეაქვთ

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის, ვაჟა ჩოხელის წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებლები მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე მთავარ პროკურატურაში ხვალ განცხადებას შეიტანენ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

 

სისაურის განცხადებით, საქმე ეხება თიანეთი- ჟინვალის გზაზე ავტომობილის დაწვის ფაქტს და თიანეთში არსებულ კორუფციულ გარიგებებს. სისაური დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ დეპუტატისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები აქვს, რაც მათ არაკანონიერ ქმედებებს და ავტომობილის დაწვის საქმეს უკავშირდება.

 

გასული წლის ოქტომბერში ავტომობილი, რომლითაც თიანეთიდან თბილისის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებლები მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე გადაადგილდებოდნენ, მთლიანად დაიწვა. მახარე სისაურის განცხადებით, უცნობმა პირებმა მათ ავტომანქანას “რაღაც მიასხეს“ და ცეცხლი წაუკიდეს.

ტეგები