ყაზახეთში სამგზავრო ავტობუსში ხანძარს 52 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2018 12:50
ყაზახეთში სამგზავრო ავტობუსში ხანძარს 52 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. 

ადგილობრივი მედიიის ინფორმაციით, „იკარუსის“ მარკის ავტობუსის აალება სამარა-შიმკენტის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, აქტიუბინსკის ოლქში მოხდა.

ინციდენტის დროს ავტობუსში 55 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა. ხუთი ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილები და დაშავებულები უზბეკეთის მოქალაქეები არიან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ტეგები