პოლიცია თბილისის 22-ე სკოლაში ნაღმს ეძებდა
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2018 14:53 · 106 ნახვა
პოლიცია თბილისის 22-ე სკოლაში ნაღმს ეძებდა

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე 22-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო. სწავლის პროცესი დროებით მას შემდეგ შეწყდა, რაც შენობაში სამართლდამცველები მივიდნენ და განაცხადეს, რომ სკოლის შენობაში ნაღმის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე მისული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. „ჩვენი ინფორმაციით, შეტყობინება არასწორად იყო შესული. ჩვენს სკოლაში ნაღმი არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ, საუბარი იყო ბათუმის 22-ე სკოლაზე“, - განაცხადეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენებმა.

თბილისის 22-ე სკოლაში სწავლის პროცესი ამ დროისთვის განახლებულია.

ტეგები