საგარეო უწყება ყაზახეთში მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2018 16:36 · 127 ნახვა
საგარეო უწყება ყაზახეთში მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყაზახეთში ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით განცხადებას  და ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 18 იანვარს ყაზახეთის რესპუბლიკის აქტობეს ოლქში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს თანადგომას უცხადებს უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს", -ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, უზბეკეთს სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა.

ტეგები