საქართველო საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2018 17:47 · 17 ნახვა
საქართველო  საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს

საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი. 

საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად სამთავრობო კომისია შეიქმნება, მანამდე კი ბათუმში საქართველოს მთავრობის წევრებისა და ფიდეს (მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია) ოფიციალური დელეგაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ბათუმს ეწვივნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები კახა კანდელაკი, შალვა გოგოლაძე და მუხრან შამათავა, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი. 

ფიდეს დელეგაციას ხელმძღვანელობს ფიდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ფიდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიუს მაკროპულოსი ( საბერძნეთი). დელეგაციის წევრები არიან ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ისრაელ გელფერი (ისრაელი), ფიდეს აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ბორგი (მალტა) და ექსპერტი მოშე სლავი (ისრაელი). 

აჭარის მთავრობის მეთაურთან, ზურაბ პატარაძესთან და კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გუორგაძესთან ერთად ფიდეს მაღალჩინოსნებმა ბათუმის მშენებარე სპორტის სასახლე დაათვალიერეს, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იგეგმება.  აჭარის მთავრობის  ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კი მხარეებმა დაგეგმილი ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.   

ტეგები