ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2018 18:41
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა.

უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ65 ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ტეგები