თებერვლიდან ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა გაძვირდება
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2018 19:31 · 99 ნახვა
თებერვლიდან ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა გაძვირდება

პირველი თებერვლიდან ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება და 40-დან 50 თეთრს მიაღწევს. ბათუმის საკრებულომ 16 ხმით ექვსის წინააღმდეგ შესაბამისი დადგენილება მიიღო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო ოპოზიცია, ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, დიმიტრი ჭეიშვილი კი აცხადებს, რომ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო.

“არავის უხარია ტარიფის მატება, სამაგიეროდ, ეს ტარიფი იმოქმედებს მთელ ბათუმში, ანუ თუ მწვანე კონცხიდან მომავალი მგზავრი იხდიდა 60 თეთრს, ამის შემდეგ ისიც 50 თეთრს გადაიხდის. ტარიფები ქალაქის მასშტაბით გათანაბრდება, ამასთან მძღოლებს კატეგორიულად მოეთხოვებათ მგზავრობის პირობების გაუმჯობესება”, – ამბობს დიმიტრი ჭეიშვილი.

ტეგები