რუსეთში, მეცხრეკლასელი მოსწავლეებს და მასწავლებელს ნაჯახით დაესხა თავს
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2018 10:23
რუსეთში, მეცხრეკლასელი მოსწავლეებს და მასწავლებელს ნაჯახით დაესხა თავს

რუსეთში, ერთ-ერთ სკოლაში მოზარდი მოსწავლეებსა და მასწავლებელს თავს ნაჯახით დაესხა. დაჭრილია შვიდი ადამიანი. თავდასხმა დღეს დილით, ბურიატიაში, ულან უდეს რაიონში მდებარე სკოლაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

სამართალდამცავების ცნობით, მოსწავლე მეცხრე კლასელია. ის მეშვიდე კლასში ნაჯახით შეიჭრა და მოსწავლეებს დაესხა თავს. შემდეგ კი, საკლასო ოთახში ცეცხლი გააჩინა.

ექიმების ცნობით, დაზარალებულებიდან ექვსი ბავშვი და ერთი პედაგოგია.

თავდასხმის მიზეზი, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი გახდა.

თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. სკოლაში კი სასწავლო პროცესი შეწყდა.

ტეგები