შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავა
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2018 10:44
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა.

2017 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული პირი თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. მას ბრალად ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც თაღლითობას – დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

ტეგები