თემქაზე დაღუპული მუშა მშენებლობის დროს თავდაცვის საშუალებებს არ იყენებდა - შრომის ინსპექცია
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2018 11:48
თემქაზე დაღუპული მუშა მშენებლობის დროს თავდაცვის საშუალებებს არ იყენებდა - შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექცია თემქაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას აფასებს. შრომის ინსპექციის თანამშრომლის ბექა ფერაძის განმარტებით, ადგილის შესწავლა გუშინ დაიწყო და მოკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. თუმცა მშენებლობის ადგილზე გარკვეული ხარვეზები უკვე დაფიქსირდა, მათ შორის ის, რომ დასაქმებული არ გამოიყენებდა დაცვის საშუალებებს, მათ შორის სამუშაო ჩაფხუტს.

ბექა ფერაძის განცხადებით, მოკვლევა დღეს განახლდა და შესაბამისად, მოხდება დოკუმენტაციის გამოთხოვაც, რის შემდეგაც მოხდება საბოლოო დასკვნის დაწერა, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს თემქაზე მშენებარე ნაგებობიდან 27 წლის ახალგაზრდა კაცი გადავარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტეგები