თურქეთში სამი ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაღუპულია 6 ადამიანი
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2018 13:05
თურქეთში სამი ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაღუპულია 6 ადამიანი

უბედური შემთხვევა მოხდა თურქეთში. ძლიერი თოვლისა და უამინდობის გამო, სამი ავტობუსი ავარიაში მოყვა. ჯამში ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

ყველაზე მძიმე შემთხვევა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მუშის პროვინციაში მოხდა, სადაც სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

გამოცემის ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. 

ტეგები