შრომის ინსპექციის ინფორმაციით, დაღუპულ მუშას დამცავი ღვედი არ ეკეთა
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2018 14:54
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, დაღუპულ მუშას დამცავი ღვედი არ ეკეთა

„27 წლის ახალგაზრდას, რომელიც თემქაზე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდა არ ეკეთა დამცავი ღვედი და არ ეცვა სპეციალური ფეხსაცმელი“,- ასეთია შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნა.

სპეციალისტებმა ობიექტი, რომელსაც შპს „ბაზისი“ აშენებს, ცოტა ხნის წინ დაათვალიერებს. ინსპექტორები ამბობენ, რომ საბოლოო დასკვნა კომპანიის მიერ საჭირო დოკუმენტაციის გადაცემის შემდეგ ექნებათ. დოკუმენტაცია პასუხს გასცემს კითხვებს: კომპანიას შეფასებული ჰქონდა თუ არა რისკები და მუშებს უტარდებოდათ თუ არა შესაბამისი ინსტრუქციები. ინსპექტორები დოკუმენტებს კომპანიისგან ორშაბათს ელოდებიან.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ტეგები