მინსკში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2018 16:47
მინსკში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს

მინსკში 2 ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. ამის შესახებ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

კრიმინალური ავტორიტეტები გელა ქარდავა და სულიკო შარიქაძე დედაქალაქის აეროპორტში აიყვანეს.

ქარდავა დაკავებისას ყალბი რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. ის ბელარუსის გავლით სტამბოლში აპირებდა ჩასვლას, სადაც კანონიერი ქურდების შეკრებას უნდა დასწრებოდა.

შარიქაძე კი მინსკში რეგისტრაციის გარეშე იმყოფებოდა. ბელარუსში ის ასევე რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა.
 

ტეგები