პრინცმა უილიამმა მეუღლის რჩევით თავი გადაიპარსა
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2018 17:52
პრინცმა უილიამმა მეუღლის რჩევით თავი გადაიპარსა

პრინცი უილიამი ბავშვთა კლინიკაში გადაპარსული თავით გამოჩნდა. შეცვლილ იმიჯზე მეტი ყურადღება სოციალურ ქსელებში ვარცხნილობის ღირებულებამ მიიპყრო. ამის შესახებ THESUN-ი წერს.

ქეით მიდლტონის რჩევით, უილიამმა თმა ცოლის სტილისტთან, რიჩარდ უორდთან შეიჭრა და ამაში 180 ფუნტი (250 დოლარი) გადაიხადა.

უილიამი საკუთარ სიმელოტეზე ყოველთვის იუმორით საუბრობდა. პრინცის შეთხელებულ თმაზე არაერთხელ იხუმრეს მისმა ოჯახის წევრებმაც.

"ვფიქრობ, ის ჩემზე ჭკვიანია, ეს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს დავადგინეთ, რაც მას სიმელოტე დაეწყო,"- იხუმრა ერთ-ერთ ინტერვიუში მისმა ძმამ, პრინცმა ჰარიმ.

ტეგები