თბილისის სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროდან ჯერ არ გადაუსვენებიათ
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2018 18:11
თბილისის სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროდან ჯერ არ გადაუსვენებიათ

თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა ცხედრები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება.

"ექსპერტიზა დანიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სანამ არ მოვა მომართვა, რომ ცხედარს ჰყავს გამყვანი, მანამდე ვერ მოხდება გადასვენება. ექსპერტიზები დასრულდა", - აცხადებენ ბიუროში.

ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში 21-22 ნოემბერს ჩატარდა. ლიკვიდირებულები არიან ახმედ ჩატაევი, იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

ტეგები