ლუბა ელიაშვილი „იბერიაზე“ გადაცემას წაიყვანს
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2018 19:55
ლუბა ელიაშვილი „იბერიაზე“ გადაცემას წაიყვანს

14 წლიანი პაუზის შემდეგ ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი ტელეკომპანია “იბერია”-ში ბრუნდება, სადაც გადაცემა “დიალოგს” გაუძღვება.

ეს გადაცემა 2004 წლამდეც გადიოდა ეთერში, თუმცა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ტელევიზიაში სპეცრაზმის შესვლისა და არხის გათიშვის შემდეგ პროექტი იძულებით გაჩერდა. ახალი სეზონიდან სტუდია “დიალოგი” ყოველ შაბათს, 20:00 საათზე გავა.

2004 წელს ჟურნალისტური საქმიანობის იძულებითი წყვეტის შემდეგ, 2012 წელს იყო საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9”-ის დროებითი მმართველი, ხოლო 2013 წელს ტელეკომპანია “მე-9 არხი”-ს გენერალური დირექტორი. ამის შემდეგ მას ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეექმნა, რის გამოც იძულებითი შესვენება მოუხდა. 2018 წლიდან კი ლუბა ელიაშვილი კვლავ ტელეკომპანია “იბერია”-ს დაბრუნდა.

ტეგები