Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2018 21:21 · 54 ნახვა
Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა

Instagram-ს ახალი ფუნქცია აქვს, რომელზეც ჩანს, როდის ეწვია მომხმარებელი ბოლოს აპლიკაციას. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

ბოლო ვიზიტის დრო ყველასთვის არ გამოჩნდება, მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთანაც პირადი მიმოწერა გაქვთ ან Instagram-ის ისტორიებში ნიშნავთ.

აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქცია "პარამეტრების" მეშვეობით შესაძლოა ადვილად გამორთოთ. ამისთვის საჭიროა, რომ თქვენს პროფილის გვერდზე იმყოფებოდეთ, დააკლიკოთ პარამეტრების ქვემოთ მოყვანილ თქვენ სახელს, შემდეგ კი „პროფილის"რედაქტირებას". პარამეტრების მენიუს შიგნით არის "აქტივობის სტატუსის ჩვენება".

ტეგები