20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2018 23:08
20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ ფულის ხარჯვას, გასტრონომიულ ექსპერიმენტებს. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ძალების აღდგენას.

კურო
გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. ახლობლების მიმართ ნუ გამოხატავთ ნეგატივს.

ტყუპი
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ფულის ფლანგვას; ნუ გადატვირთვთ კუჭს. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად.

კირჩხიბი
სიფრთხილე და დაკვირვებულობა გმართებთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს პირად ურთიერთობაში, სპორტში.

ლომი
მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. მოერიდეთ ყოველივე ნეგატიურს.

ქალწული
ნუ გადაყვებით ნურავის. მოერიდეთ კულინარიულ ექსპერიმენტებს. მეტად დაისვენეთ. წარმოიდგინეთ თქვენი მომავალი.

სასწორი
დაიცავით სიფრთხილე და გრძნობებს აყოლილი სისულელეს ნუ ჩაიდენთ. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

მორიელი
მოთოკეთ ემოციები. ერთგულ პარტნიორებთან ერთად მშვიდად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები.

მშვილდოსანი
სიფრთხილე გმართებთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან. საღამო დივანზე, წიგნით ხელში გაატარეთ.

თხის რქა
მოერიდეთ ექატრემალურ სიტუაციებს, ექსპერიმენტებს. მეტად დაისვენეთ. სტრესს ცურვა მოпიხსნით.

მერწყული
აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ სტრესს, ნეგატივს. აგრეთვე, - ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან.

თევზები
სხვა დღისთვის გადადეთ ელექტრონივთების შეკეთება, ახლობლებთან ურთიერთობის გარკვევა. დღეს მეტად დაისვენეთ.

ტეგები