დონალდ ტრამპის წვეულებაზე დასასწრები ბილეთების ფასი 100 ათასი დოლარიდან იწყება
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2018 23:31 · 158 ნახვა
დონალდ ტრამპის წვეულებაზე დასასწრები ბილეთების ფასი 100 ათასი დოლარიდან იწყება

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ერთი წლისთავათან დაკავშირებით სადღესასწაულო წვეულება ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაიმართება. ამ საღამოზე დასასწრებად ბილეთები გაიყიდება. ცნობილია ბილეთების ფასიც. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ორ კაცზე ბილეთი 100 ათასი დოლარი ღირს. ამ ღირებულებაში ვახშამი და სახელმწიფოს მეთაურთან ფოტოს გადაღება შედის, თუმცა 250 ათასად შესაძლებელი ხდება იმ მაგიდასთან ადგილის დაკავება, სადაც თავად ტრამპი ივახშმებს.

ტრამპის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს ჩატარდა.

ტეგები