ბათუმის სანაპიროზე ძლიერი შტორმია
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2018 23:49
ბათუმის სანაპიროზე ძლიერი შტორმია

ბათუმის სანაპიროზე ძლიერი შტორმია. ახალი ბულვარის პრომინადზე ტალღები გადმოდის. წყალმა ნაგავი და ქვა-ღორღი გამორიყა.

ამ დროისთვის, ხიმშიაშვილის ქუჩისა და ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირო მთლიანად დანაგვიანებულია.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ტალღები ერთ ნაწილში თითქმის ხიმშიაშვილის ქუჩამდე აღწევს.

ტეგები