წინ "ეროტიკული თებერვალი" გველის - სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 10:04 · 553 ნახვა
წინ "ეროტიკული თებერვალი" გველის - სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

თებერვლის თვე, ისევე როგორც სექტემბერი, ბევრი ასტროლოგის აზრით, ყველაზე აქტიურია სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. ამ პერიოდში იმატებს არამხოლოდ რომანტიკული ურთიერთობის სურვილი, არამედ ვნებიანობა და სექსუალური პოტენციალის მძაფრად გამოხატვის სურვილი. ამიტომ მათთვის, ვინაც ახალი წლის შემდგომი დღეები საშვებულებო პერიოდსა და მოდუნებულ მდგომარეობაში გაატარა, აქტიური პერიოდი დგება. ცვლილებები შეეხებათ როგორც მარტოხელა, ისე დაოჯახებულ ადამიანებს.

 

ვერძებს წინ ეჭვიანობა და საკუთარი მოუთმენლობის გამო გაფუჭებული ურთიერთობების საფრთხე ელოდებათ. ამიტომ ასტროლოგები ურჩევენ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს მაქსიმალურად მოთოკონ თებერვალში ცეცხლოვანი ტემპერამენტი და მშვიდი მიდგომით სცადონ საყვარელი ადამიანის გულის მოგება.

 

კუროსთვის თებერვლის თვე ნამდვილ გამოცდას მოიტანს, რომლითაც მისი უკვე არსებული ურთიერთობები სიმყარესა და ერთგულებაზე გადამოწმდება. ამასთან ერთად, საქმე ეხება არა მოსალოდნელი კონფლიქტების ალბათობას, არამედ ძველ წყენებსა და საიდუმლოებებს, რომელიც ზუსტად თებერვალში დაიწყებს ზედაპირზე ამოტივტივებას.

 

ტყუპისთვის შეიძლება ითქვას, რომ სიმშვიდის და უკვე არსებული ურთერთობების გადაფასების პერიოდი იქნება თებერვალი. ამ ადამიანების დიდი ნაწილი შესაძლოა იმაზეც დაფიქრდეს, რომ დიდი ხნის პარტნიორთან გახუნებულ-გაფერმკრთალებული ვნების ალი გააღვივოს, რაც ბევრ მათგანს წარმატებით გამოუვა.

 

კირჩხიბისთვის თებერვალი გრძნობათა ნამდვილ ქარიშხალს მოიყოლებს თან. ამ თვის მანძილზე, ისე როგორც არასდროს, მიხვდებით, რომ საშინელი მიჯაჭვულობა გაგაჩნიათ პარტნიორის მიმართ, ან ახალი ურთიერთობა დაიწყება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ანალოგიური მიჯაჭვულობის საფრთხეს მოიტანს თან.

 

ლომის დიდ ნაწილს თებერვლის შუა პერიოდში მხურვალე რომანის წამოწყების დიდი შანსი გაუჩნდება. ამასთან ერთად, უკვე დაოჯახებული ლომებიც შეიძლება მოხვდნენ ანცი ამურის ისრების სამიზნეში. ასტროლოგები ურჩევენ ლომებს, გონივრული ზღვარი დაიკაონ ნებისმიერ ურთიერთობაში.

 

ქალწულებისთვის თებერვალი კარიერაზე სრული ფოკუსირების აუცილებლობას მოუტანს, რაც ნეგატიურად აისახება მათ სექსუალურ ცხოვრებასა და პირად ურთიერთობაზე. მოსალოდნელია, დრამატული სცენები, ეჭვიანობა და განშორებებიც კი.

 

სასწორის ზოდიაქოს მარტოხელა წარმომადგენლებს თებერვალი ე.წ. "კარმულ" ანუ საბედისწერო ნაცნობობას უწინასწარმეტყველებს. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც გაზაფხულის სითბოსთან ერთად, გასაოცარ ვნების კორიანტელს და ემოციების ქარიშხალს მოიტანს.

 

მორიელისთვის თებერვალი ეჭვიანობის კოეფიციენტის მხრივ ყველაზე მხურვალე თვე იქნება. ამ თვეში მოსალოდნელია დრამატული, ემოციური განშორება-შერიგებები. ასტროლოგები გირჩევენ კონცენტრირება მოახდინოთ წვრილმან ყურადღებასა და რომანტიკულ ელემენტებზე. თუკი გსურთ, რომ თქვენი პარტნიორული კავშირები ნაკლებად დაზარალდეს.

 

მშვილდოსნის ზოდიაქოს ბევრი დაოჯახებული წარმომადგენელი თებერვლის თვეში ახლებური თვალით დაინახავს საკუთარ მეორე ნახევარს, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს მათ სექსუალურ ცხოვრებას. ხოლო მარტოხელა მშვილდოსნებს ასტროლოგები ახალი რომანის წამოწყებას უწინასწარმეტყველებენ, არც მეტი არც ნაკლები - მეგობართან.

 

თხის რქების დიდი ნაწილი თებერვალს დაიმახსოვრებს, როგორც წლის, ყველაზე სტაბილურ, რომანტიკულ და ლამაზ თვეს. ასტროლოგები თვლიან, რომ ბევრი თხის რქა, ზუსტად ამ თვეში დაარეგულირებს აქამდე დაძაბულ ან გაფუჭებულ პარტნიორულ ურთიერთობებს.

 

მერწყულის ზოდიაქოს ბევრი წარმომადგენელი თებერვალში სიახლეების მოთხოვნილებას იგრძნობს. შესაძლოა ამან ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ინტრიგებისკენაც გიბიძგოთ, რაც სულაც არ არის ურიგო. დაოჯახებული მერწყულები თებერვალში დროს პარტნიორთან ერთად დასვენებას დაუთმობენ.

 

თევზების დიდ ნაწილს ასტროლოგები თებერვალში დინების მიხედვით მშვიდ ცურვას უწინასწარმეტყველებენ. აჯობებს პარტნიორულ და სექსუალურ კავშირებში უკვე არსებულ ადამიანებზე შეაჩეროთ ყურადღება. ახალი საკბილოს ძებნამ შესაძლოა სერიოზულ სკანდალებში ამოგაყოფინოთ თავი.


წყარო