4-სართულიან სახლში ძლიერი ხანძარია ბაქოში
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 10:52 · 39 ნახვა
4-სართულიან სახლში ძლიერი ხანძარია ბაქოში

ბაქოში, საბაილის რაიონში 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის.

APA-ის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას სახანძროს 10-ზე მეტი ეკიპაჟი ცდილობს. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებიც. მეხანძრეების მუშაობას ძლიერი ქარი ართულებს. შემთხვევის გამო სახლის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტეგები