დაზიანება მომადგა ჩხუბის დროს, სამართალდამცველების მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია - რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 11:15
დაზიანება მომადგა ჩხუბის დროს, სამართალდამცველების მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია - რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული

დაზიანება მომადგა ჩხუბის დროს, სამართალდამცველების მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია, - ამის შესახებ ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულმა საბა სამუშიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

ბრალდებულ საბა სამუშიას სახეზე დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც მოსამართლე დაინტერესდა, როდის მიადგა მას ეს დაზიანება, რაზეც ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან რაიმე სახის უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

"ეს დაზიანება მომადგა იმ ჩხუბის დროს. არავითარი პრეტენზია სამართალდამცველების მიმართ არ გამაჩნია", - აღნიშნა სამუშიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლო გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ტეგები