ავლაბარში წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო 3 ოჯახი დაიტბორა
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 12:06 · 45 ნახვა
ავლაბარში წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო 3 ოჯახი დაიტბორა

ავლაბარში წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო 3 ოჯახი დაიტბორა. წურწუმიას ქუჩაზე მილი დილის 5 საათზე გასკდა.

 

ადგილობრივები "რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობენ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ და მათთან არც ერთი სამსახურის წარმომადგენელი არ მივიდა.

 

გამგეობის და „ჯორჯიან ვოთარ ენდ ფაუერის“ თანამშრომლები დატბორილ ტერიტორიაზე მხოლოდ დილით გამოჩდნენ.

 

რა ზარალი მიადგათ ოჯახებს წყლის მილის დაზიანების გამო და ვინ აანაზღაურებს ზარალს, ჯერჯერობით უცნობია. 

ტეგები