ბათუმში 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 12:37 · 52 ნახვა
ბათუმში 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა

ბათუმში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა, რის შედეგადაც ზღვამ სანაპიროზე ნაგავი გამორიყა.

 

ტერიტორიაზე შპს “სანდასუფთავების” თანამშრომლები დილიდან მუშაობენ. მიმდინარეობს ნაგვის გატანა.

 

როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შტორმს ბულვარისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია.

ტეგები