გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლებში განმეორებითი ჩხრეკა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 13:19 · 88 ნახვა
გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლებში განმეორებითი ჩხრეკა მიმდინარეობს

გენერალ სამსონ ქუთათელიაძის მკვლელობის ფარგლებში დაკავებული და გათავისუფლებული გიორგიჭანტურიას საცხოვრებელ სახლებს სამართალდამცავები ჩხრეკენ. ჩხრეკა თბილისისა და რუსთავის სახლებში ერთობლივად მიმდინარეობს. 

 

სამართალდამცავების თქმით, განმეორებითი ჩხრეკა მოსამართლის დადგენილების საფუძველზე მიმდინარეობს.

 

თავად ჭანტურიას განცხადებით, მისი და მისი მეუღლის სახლებში ჩხრეკა ერთხელ უკვე ჩატარდა და კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი ამოიღეს, გარდა ვაზნებისა, რომელიც მამამისს ეკუთვნის.

ტეგები