გიორგი ჭანტურიას ბინიდან კონკრეტული ნივთები იქნა ამოღებული - დეტექტივ-გამომძიებელი
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 14:59 · 82 ნახვა
გიორგი ჭანტურიას ბინიდან კონკრეტული ნივთები იქნა ამოღებული - დეტექტივ-გამომძიებელი

გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - გამოძიების ფარგლებში დაკავებული და 40 საათის შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლებში განმეორებითი ჩხრეკა ჩატარდა. დეტექტივ-გამომძიებლის განცხადებით, კონკრეტული ნივთები იქნა ამოღებული.

 

"გიორგი ჭანტურიას ბინაში სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა. კონკრეტული ნივთები იქნა ამოღებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ რა იქნა ამოღებული. პირველი ჩხრეკის დროს აღნიშნულ ნივთებთან დაკავშირებით არ გვქონდა ინფორმაცია. გამოძიების მიმდინარეობისას ახლა გახდა ჩვენთვის ცნობილი კონკრეტული ნივთების შესახებ და იქნა ამოღებული“, - აღნიშნა დეტექტივ-გამომძიებელმა.

ტეგები