გიორგი ჭანტურია დღეს ისევ დაიბარეს დაკითხვაზე
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 15:33
გიორგი ჭანტურია დღეს ისევ დაიბარეს დაკითხვაზე

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფიგურანტი გიორგი ჭანტურია დღეს დაკითხვაზე ისევ დაიბარეს. ამ წუთებში, რუსთავში, გამომძიებელთან და ადვოკატთან ერთად გიორგი ჭანტურიას კუთვნილ ავტომობილს ჩხრეკენ.

 

მანამდე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ ჭანტურიას სახლში, საიდანაც გამოიტანეს ნივთმტკიცებები. ჭანტურიას განცხადებით, არაფერი ღირებული არ წაუღიათ. 

 

მანამდე, თბილისშიც გაჩხრიკეს გიორგი ჭანტურიას სახლი. ამოღებულია ნივთები, თუმცა კონკრეტულად რა, ამაზე სამართალდამცველები არ საუბრობენ. გიორგი ჭანტურიას ბინაში სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა. 

 

სამსონ ქუთათელაძე საკუთრ კაბინეტში მოკლული 15 იანვარს საღამოს იპოვეს. ის “სტამბოლის ბაზრის" ერთ-ერთი მფლობელი იყო. მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია 17 იანვარს დააკავეს,  ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. 

 

გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.

ტეგები