გიორგი ჭანტურია დაკითხვაზე დასთან ერთად დაიბარეს
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 16:45 · 38 ნახვა
გიორგი ჭანტურია დაკითხვაზე დასთან ერთად დაიბარეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას სახლში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს.

 

ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა გიორგი ჭანტურიას ავტომანქანაც გაჩხრიკეს. როგორც ცნობილია, ავტომობილიდან სამართალდამცავებს არცერთი ნივთი არ ამოუღიათ.

 

გიორგი ჭანტურიას მამის ავტმობილი კი 5 დღეა, პოლიციის დეპარტამენტის ეზოშია გადაყვანილი.

 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჭანტურია და მისი და 6 საათამდე პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდნენ. ოჯახის წევრები და ადვოკატი ჭანტურიას ხელახლა დაკავებას არ ელოდებიან. 

 

სამართალდამცავებმა რუსთავსა და თბილისში მდებარე სახლები გაჩხრიკეს. 

ტეგები