მტკვარში 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 17:48 · 76 ნახვა
მტკვარში 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს

მდინარე მტკვარში 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გვამს პროზექტურაში გადაასვენებენ, სადაც მოხდება მისი იდენტიფიცირება.

ტეგები