ახმედ ჩატაევის "სელფი" გაბრიელ სალოსზე მდებარე ბინაში და მაჩალიკაშვილის ახალი ფოტო მისი რაზმის წევრებთან
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 22:36 · 2711 ნახვა
ახმედ ჩატაევის "სელფი" გაბრიელ სალოსზე მდებარე ბინაში და მაჩალიკაშვილის ახალი ფოტო მისი რაზმის წევრებთან

"კურიერი" საქმის მასალების ფოტოებს ასაჯაროებს, სადაც 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსზე მომხდარი სპეცოპერაციისას დაღუპული ცნობილი ტერორისტი ახმედ ჩატავეი ჩანს და ის თბილისში, კონსპირაციული ბინაში სარკის წინ პოზირებს.

 

ფოტო "კურიერს" სანდო წყარომ მიაწოდა.

 

ერთ-ერთ ვერსიით, სელფი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონსპირაციულ ბინაშია გადაღებული.

 

"კურიერს" სანდო წყარო უყვება, რომ ამ ფოტომასალის ორიგინალი სუს-ის ტერორიზმის საქმის ერთ-ერთ ტომში ინახება და ის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა ჩატაევის პერსონალური კომპიუტერიდან ამოიღეს.

 

სხვა ფოტოებზე ჩატაევის რაზმის წევრები ჩანან.

 

ფოტოები თბილისსა და პანკისის ხეობაშია გადაღებული. ფოტომასალაში არსად არ ფიგურირებს ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებული და ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილი.

 

ფოტოზე კარგად ჩანს ისიც, რომ არც ასლანბეგ სოლტახმედოვი და არც შოაიფ ბორზიევი სახის დამალვას არ ცდილობენ და ფოტოკამერისთვის პოზირებენ.

 

შოაიფ ბორზიევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ბოლო 5 წლის განმავლობაში ეძებდნენ. ის ანტიტერორისტულმა სამსახურმა დააკავა, სოლტახმედოვი კი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული.

 

ფოტოებით დგინდება, რომ ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი პირები საქართველოში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და არც არავის ემალებოდნენ.

 

სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რა მოტივით ესროლეს მის შვილს მაშინ, როდესაც ტერორიზმში ბრალდებულები პანკისის ხეობაში თვეობით იმყოფებოდნენ, უამრავ ადამიანთან კონტაქტობდნენ. ამ ლოგიკით კი, ბრალი, ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით, სხვა მოქალაქეებსაც უნდა წაუყენონ.

 

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლეს, უპასუხოდ დარჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემას ადვოკატთა ასოციაცია შეეცდება, რომელიც ბოლო ხმაურიანი საქმეზე განსაკუთრებულ მონიტორინგს აწესებს.

 


წყარო

ტეგები