თავდასხმა ქაბულში, სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" - შეიარაღებულ დაჯგუფებას მძევლები ჰყავს აყვანილი
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 23:05 · 107 ნახვა
თავდასხმა ქაბულში, სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" - შეიარაღებულ დაჯგუფებას მძევლები ჰყავს აყვანილი

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ქაბულში. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სასტუმრო ,,ინტერკონტინენტალში“ 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა. შენობის გარეთ მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.

ავღანეთის შს მინისტრის ნაჯიბ დანიშის განმარტებით, თავდასხმა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე მოხდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ არის ცნობილი

შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს, სავარაუდოდ მათ მძევლები ყავთ აყვანილი. ავღანეთის შსს ცნობით, თავდამსხმელებს შორის თვითმკვლელი ტერორისტები არიან.

სასტუმრო ''ინტერკონტინენტალი'' ქაბულის ყველაზე ცნობილი სასტუმროა, მის ძირითად სტუმრებს დასავლეთის ქვეყნებიდან ჩასული უცხოელები წარმოადგენენ.

ტეგები