ქაბულში სასტუმროზე თავდასხმისას სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი მოკლეს
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 00:20 · 38 ნახვა
ქაბულში სასტუმროზე თავდასხმისას სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი მოკლეს

ავღანეთის დედაქალაქში სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" მომხდარი თავდასხმის შედეგად, სავარაუოდ ათობით ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც.

 

BBC-ის ცნობით, როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ლიკვიდირებულია ერთი თავდამსხმელი.

 

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ქაბულში. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სასტუმრო ,,ინტერკონტინენტალში“ 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა და სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის დროს სასტუმროში საინფორმაციო ტექნოლოგიების თემაზე კონფერენცია იმართებოდა. თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაჩნდა სასტუმროს მეოთხე სართულზე.

ტეგები