აშშ-ში ქართველი მოკლეს
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 09:57 · 320 ნახვა
აშშ-ში ქართველი მოკლეს

ამერიკის კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში,  31 წლის ქართველი კაცი მოკლული იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით "იმედინიუსი" ავრცელებს.

ნაპოვნია კიდევ ერთი კაცის ცხედარი. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლითაა მოკლული. 

პოლიციის ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, ქართველის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ განაცხადა მას შემდეგ, რაც ქმარი მას წინასწარ დაგეგმილ ადგილას არ შეხვდა. ამის შემდეგ დაიწყო დაკარგულის ძებნა. პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილების დადგენას ცდილობს. 

პოლიციის ინფორმაციით, ქართველი ლუისვილში საცხოვრებლად ერთი თვის წინ გადავიდა. მას ორი წლის ტყუპი შვილები დარჩა.

ტეგები