ავღანეთში სასტუმროზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 10:55 · 32 ნახვა
ავღანეთში სასტუმროზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" მომხდარი თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი უცხოელია.

გუშინ ქაბულში, სასტუმრო "ინტერკონტინენტალში“ 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა და სტუმრებს ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა თავდამსხმელების ლიკვიდირება მოახდინეს.

ტეგები