თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლის მიმართულებით ავიარეისი რამდენიმე საათით გადაიდო
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 12:08
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლის მიმართულებით ავიარეისი რამდენიმე საათით გადაიდო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი რეისი რამდენიმე საათით გადაიდო. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მგზავრების განმარტებით, მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრეს, რომ ნისლის გამო სტამბოლიდან „თურქიშ ეარლაინსის“ რეისი ვერ ჩამოფრინდა.

აეროპორტის პრესსამსახურში განაცხადებით კი, ნისლის გამო ფრენები არ გადადებულა.

მათივე თქმით, მცირე შეფერხება ჰქონდა ავიაკომპანიას სტამბოლის აეროპორტში და რეისი, თბილისის დროით 12:00 საათზე შესრულდება.

ტეგები